მოგესალმებით წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების ოფიციალურ გვერდზე

წინაპრებთან ჯანსაღი ურთიერთობის აღდგენა გვეხმარება ინდივიდუალური თუ კოლექტიური ტრავმების გადალახვაში. 
 
ჩვენს გვერდზე გაიგებ, თუ როგორ დაუკავშირდე შენს ჯანსაღ წინაპრულ ველს იმისათვის, რომ:

  • გათავისუფლდე საგვარეულო ტვირთებისგან. 
  • დაამყარო ჯანსაღი ურთიერთობა საკუთარ თავთან და ოჯახის წევრებთან.
  • გააღვიძო და გააღრმაო შენში არსებული უძველესი ნიჭები და სიბრძნე. 
  • გამოკვეთო შენი როლი და ფუნქცია თანამედროვე სამყაროში.
  • დაეხმარო შენს მიცვალებულებს, დაიმკვიდრონ მშვიდი სასუფეველი.
როდესაც წინაპრული ველი დამძიმებულია გადაუმუშავებელი კოლექტიური ტრავმებით, ეს აისახება ჩვენს, როგორც ინდივიდების, ასევე კოლექტივის რეალობაზე

რა არის წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნება?

წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნება არის პროცესი, რომელიც გვეხმარება, აღვადგინოთ ურთიერთობა ჯანსაღ წინაპრულ ველთან და ვიზრუნოთ წინაპრული ველის ტრავმებისა და წყვეტილების გამთელებაზე.

ჩვენს დროში არსებული ინდივიდუალური და კოლექტიური გამოწვევების  პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ საფუძვლიანად მოვიპოვოთ რესურსები. 

ჯანსაღი წინაპრული ურთიერთობების აღდგენა გვეხმარება არა მხოლოდ საკუთარ თავთან და ოჯახის წევრებთან დავამყაროთ სასარგებლო ურთიერთობა, მეტი მშვიდობის მოსაპოვებლად, არამედ ცხადად გავარკვიოთ ჩვენი როლი და პოზიცია თანამედროვე სამყაროში.

წინაპართა საგვარეულო ხაზთა კურნება

3 დღიანი რითრითი თვალივში

11-13 ოქტომბერი, 2024

წინაპრებთან კავშირის სარგებელი

ყოველ წინაპრულ ხაზს თავისი უნიკალური სუპერძალა აქვს. როდესაც წინაპრული ველი მთელია, მისი ჯადოსნურობა, ძალა და განსაკუთრებული შესაძლებლობები შეუფერხებლად მოგვეწოდება ჩვენს ცხოვრებაში. სიმთელეში მყოფ წინაპრულ ველთან პირდაპირ დაკავშირება აღვიძებს ძველ სიბრძნეს და ააქტიურებს ჩვენს უნიკალურ შესაძლებლობებს.

შენი როლი ამ ცხოვრებაში

წინაპრების ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა დაბადებული სულისთვის უნიკალური გზის პოვნაში დახმარებაა და თუ ოდნავ მაინც ხარ აცდენილი შენს დანიშნულ გზას, მზად იყავი, რომ წინაპრები საყვარლად ამოგიყირავებენ ცხოვრებას ისე, რომ შენი ნამდვილი გზით სვლა განაგრძო.   

შეიტყვეთ მეტი 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ თაობებისგან გადაცემული წნეხებისგან, დავიბრუნოთ პერსონალური ძალაუფლება და წარმატებით ჩავერთოთ საზოგადოებრივი საქმეების რეაბილიტაციაში, მნიშვნელოვანია წინაპართა კოლექტიური ველის გაწმენდა, გაჯანსაღება და გამთელება