წინაპრებთან ურთიერთობა ძველ კულტურებში, მათ შორის საქართველოში, განსაკუთრებით კი თუშეთსა და ხევსურეთში, მიღებული პრაქტიკა იყო. წინაპრებთან კავშირის დამყარება მათ ეხმარებოდათ, სათანადოდ გამკლავებოდნენ ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ გამოწვევებს და წინაპრების დახმარებით სირთულეები მეტი რესურსულობითა და სიბრძნით დაეძლიათ. 

წინაპართა ხაზებთან კავშირის წყვეტილი ჩვენს ცხოვრებაში არა მხოლოდ მათგან გადმოცემული ტრავმების სახით ვლინდება, არამედ ამ ტრავმებთან გამკლავების უსუსურობაში. ხშირად არც კი ვიცით, რა არის ტრავმის წყარო ან როგორ გადავლახოთ ის. 

წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების დროს ვუკავშირდებით ჩვენს ძველ წინაპრული სიბრძნის წყაროს, რომელიც მოიცავს ცოდნას როგორც წინაპრებისგან გადმოცემული საგვარეულო ტრავმის, ასევე მისი განკურნების შესახებ. 

კურნების დროს ვსწავლობთ წინაპრებთან ჯანსაღი კავშირების აღდგენას და საკუთარ ხაზებში სიმთელის აღქმას, ვაძლიერებთ ჩვენს ინტუიტიურ უნარებს და უფრო ავთენტურ ურთიერთობას ვამყარებთ საკუთარ თავთან, ოჯახთან და ზოგადად სამყაროსთან. 

კურნების პროცესი


მეთოდიკა

წინაპრული კურნების დროს გამოყენებული მეთოდიკა ერთი შეხედვით გიდირებულ მედიტაციას წააგავს, თუმცა მონაწილისთის „ჩენელინგისა” და შინაგან სამყაროში მოგზაურობის, ე,წ. „inner journeying”-ის გამოცდილებაა. 

კურნების დროს ჩვენი მიზანია, დავუკავშირდეთ ძველ ბრძენ წინაპრულ ველს და მისი დახმარებით დავიწყოთ მთელი წინაპრული საგვარეულო ხაზის კურნების პროცესი.

დასაწყისი

პირველი ნაბიჯია ჩვენი პირველი ოთხი წინაპრული ხაზის მდგომარეობის გარკვევა. დედის დედის, დედის მამის, მამის მამისა და მამის დედის ხაზის ახლანდელი მდგომარეობის დადგენის შემდეგ შეგვიძლია ავირჩიოთ ხაზი, რომელთანაც საწყისად ჩავერთვებით კურნების პროცესში და დავიწყებთ წინაპრული სიმთელის ველთან დაკავშირებას.

კურნება

კურნების პროცესი  ოთხი ნაბიჯისგან შედგება:

  1. წინაპრულ გიდთან/ უხუცესთან დაკავშირება.
  2. ძველი წინაპრების კურნება.
  3. უფრო გვიან გარდაცვლილი წინაპრების კურნება. 
  4. გამთელებული ხაზის მადლმოფენა ოჯახის ყველა წარმომადგენელზე.

დასასრული

კურნება დასრულებულია, როდესაც წინაპრული საგვარეულო ხაზი გამთელებულია და საგვარეულო ტვირთები აღარ გადმოგვეცემა.

გამთელებულ მდგომარეობაში წინაპრები:

  • ლოცავენ ხაზის თითოეულ ცოცხალ წარმომადგენელს და გადასცემენ თავიანთ სასიკეთო თვისებებსა და განსაკუთრებულ ძალებს.
  • ანახლებენ შენს დნმ-ს წინაპრული ხაზის ახალი გამთელებული მდგომარეობით. 
  • შენ იღებ ხაზის სიმთელისა და განსაკუთრებული ძალების გამტარებლის როლს.

როდესაც პირველი ოთხი ხაზი სრულად განკურნებულია, აღარ განიცდი წინაპრულ დეფიციტს, გყავს ძლიერი მხარდამჭერები და მრჩევლები, რომლებიც შეგიძლია სათათბიროდ მოიწვიო ისეთი საკითხების გასარჩევად, როგორებიცაა:

  • შენი უნიკალური როლი და ფუნქცია ამ ცხოვრებაში.
  • კოლექტიური კურნება და რესურსულობით გაძლიერებული სოციალური აქტივიზმი.
  • უცხო კულტურების ტრადიციებთან, ფილოსოფიასა და მასწავლებლებთან  სათანადო თანაზიარობა. 

კითხვები და პასუხები


რა არის წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნება?

წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნება დრ. დანიელ ფოორის მიერ შემუშავებული მეთოდიკით წინაპრული ველის გაწმენდა-გამთელებას ემსახურება.

ვინ არიან წინაპრები?

ამ მეთოდიკაში უშუალოდ წინაპრებად მოიაზრება ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენამდე ცხოვრობდა და ვის დნმ-საც ვატარებთ. 

რას გულისხმობს წინაპართა ხაზები?

წინაპართა ხაზები გულისხმობს დედის დედის ხაზს, დედის მამის ხაზს, მამის მამის ხაზს, მამის დედის ხაზს და ასე უსასრულო რაოდენობის წინაპრულ ხაზს. ბიოლოგიურ თუ ენერგეტიკულ დონეზე ჩვენს არსებობას უთვალავი წინაპრული ხაზის უნიკალური კვეთა განაპირობებს. თითოეული ჩვენგანი ჩვენი წინაპრების სახეები ვართ.

ძველი და უფრო ახალი წინაპრების გამორჩევა

უფრო ახალ წინაპრებად მიიჩნევიან ისინი, ვისი სახელებიც ვიცით, ვისაც ვიცნობდით და გვახსოვს მონაყოლი ისტორიებიდან.

ძველ წინაპრებთან ცნობიერი მეხსიერებით წვდომა უფრო რთულია. ისინი ძველ სამყაროში ცხოვრობდნენ, ისტორიულ წყაროებშიც ხშირად მათზე მწირი ინფორმაციაა ან სულაც ჩვენს ისტორიულ წყაროებამდელ სამყაროში არსებობდნენ. 

მიუხედავად ამისა, რადგან უფრო მეტი ძველი წინაპარი გვყავს, ვიდრე ახალი, ძველების გავლენა ძლიერია ჩვენზე და დნმ-ზეც უფრო ღრმად აღიბეჭდება.

რა სარგებელი აქვს წინაპართა კურნებას?

თანამედროვე საზოგადოება ბევრ გადაუმუშავებელ წინაპრულ ტვირთს ატარებს, რაც ვლინდება ჩვენს ინდივიდუალურ, კოლექტიურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რეალობაში. როდესაც წინაპრული ველი გადატვირთულია გადაუმუშავებელი კოლექტიური ტრავმებით, ეს აისახება ჩვენს, როგორც ინდივიდების, ასევე კოლექტივის რეალობაზე.

ინდივიდუალური ტრავმების მსგავსად, კოლექტიური ტრავმები მოითხოვს კურნებას, რათა რეპრესიული ჯაჭვები გაწყდეს და აღარ განმეორდეს.

წინაპრებს დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ ინდივიდუალური რეალობის შექმნაში. ისტორიაში განმეორებული ძალადობები, ომი, შიდა არეულობები, ძალაუფლების არასწორად გადანაწილება და სხვა პრობლემები წინაპართაგან გადმოცემული კოლექტიური ტვირთებია, რაც აფერხებს სასიკეთო განვითარებას. 

იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ თაობებისგან გადმოცემული წნეხებისგან, დავიბრუნოთ პერსონალური ძალაუფლება და წარმატებით ჩავერთოთ საზოგადოებრივი საქმეების რეაბილიტაციაში, მნიშვნელოვანია წინაპართა კოლექტიური ველის გაწმენდა, გაჯანსაღება და გამთელება.

ეპი-გენეტიკა

ეპი-გენეტიკის ცნება მეცნიერებაში გულისხმობს, რომ ცხოვრებაში მიღებული გამოცდილება აღიბეჭდება დნმ-ზე და თაობიდან თაობას გადაეცემა, რაც შეიძლება  გამოვლინდეს როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად.

დადებითი მაგალითია თაობიდან თაობაზე გადაცემული ცოდნა, რომელიც სასიკეთოდ ხმარდება გარემოს. მაგალითად, სამკურნალო უნარები. 

უარყოფითად ვლინდება დნმ-ით გადაცემული ნებისმიერი ტრავმა, რომელსაც ადამიანი ცხოვრების განმავლობაში იღებს და ვერ ახერხებს მის გარდაქმნას. 

წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნებით ჩვენ ვცდილობთ, აღმოვფხვრათ არაჯანსაღი წინაპრული „პატერნები" და გავაძლიეროთ მოცემული ხაზის კეთილთვისებიანი სუპერძალები. 

იქნებ არ მომწონს ჩემი წინაპრები?

რადგან კაცობრიობას უამრავი ძალადობისა და ჩაგვრის ისტორია ახსოვს, ბუნებრივი იქნება, თუ შენი წინაპრების საქციელით არ ამაყობ. ზოგჯერ იმ წინაპრებს, ვისი სახელებიც გვახსოვს, უფრო მეტი უარყოფითი გამოცდილება  უკავშირდება.

მიუხედავად ამისა, ყველას გვყავს ბრძენი, ძლიერი და კეთილი წინაპრები.  წარსულში ჩვენგან ძალიან შორსაც რომ იყვნენ, მაინც შეგვიძლია დავუკავშირდეთ მათ წინაპრულ სიმთელეს და ვთხოვოთ დახმარება იმ ავთვისებიანი გამოვლინებების გარდაქმნისათვის, რაც ტვირთად აწევს საგვარეულო ხაზსა და კოლექტივს. 

ყველას შეუძლია წინაპრებთან დაკავშირება?

ყველა ადამიანს აქვს უნარი და შესაძლებლობა, დაუკავშირდეს საკუთარ წინაპრებს. ეს ძველ დროში ჩვეულებრივი მოვლენა იყო. დღევანდელ თანამედროვე სამყაროში კი ძველი ცოდნები თითქოს დავიწყებას მიეცა. 

წინაპრებთან დაკავშირების უნარი სწავლებადია ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა უნარი. კუნთის მსგავსად, რაც უფრო მეტად ვამუშავებთ ამ უნარს, მით უფრო ძლიერდება ის. 

როგორ შემიძლია ჩავერთო ამ საქმიანობაში?

გაეცანი სხვადასხვა შემოთავაზებას ღონისძიებების გვერდზე და გამოიწერე ნიუსლეთერი, რომ არ გამოგრჩეს ინფორმაცია სამომავლო შეხვედრებსა თუ სხვა შემოთავაზებებთან დაკავშირებით.

რა არის წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების პროექტი?

წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების პროექტი დაფინანსებულია ქალთა ფონდის მიერ და მიზნად ისახავს, წინაპართა კურნება ფართედ ხელმისაწვდომი იყოს განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჩაგრული ჯგუფის წევრია, აქტიურადაა ჩართული სამართლიანობისთვის ბრძოლისა და საზოგადოებისათვის სასიკეთო საქმეებში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ფინანსური არასტაბილურობის გამო ხელი არ მიუწვდება ამ კურნების სხვა ფორმით სარგებლობაზე. 

პროექტი მოიაზრებს შემდეგ შემოთავაზებებს:

-  ონლაინ შეხვედრებს, რომლებიც ჩაიწერება და აიტვირთება ვებგვერდზე.

-  ფიზიკურ შეხვედრებს ქალაქ თბილისში

- რითრითულ გასვლებს ქალაქგარეთ, სადაც ჩატარდება წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების ვორქშოფები.

- წინაპრულ წრეებში ჩართვა მათთვის, ვისაც უკვე დაწყებული აქვს წინაპრული კურნების პროცესი.

ვის შეუძლია ჩაერთოს წინაპრულ წრეებში?

წინაპრული წრე შეიქმნა კურნების წარმატებით გაგრძელების მხარდასაჭერად მათთვის, ვისაც დაწყებული აქვს კურნება. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მონაწილეებს, რათა ჰქონდეთ სათანადო რესურსები ამ საქმის გასაგრძელებლად. 

წრეში ჩართვა შესაძლებელია იმ მონაწილეებისთვის, ვინც დაესწრო ერთ რითრითს მაინც ან გაიარა წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების მინიმუმ 5 სესია.  

ინდივიდუალური სესიებით დაინტერესებულმა პირებმა იხილეთ შემდეგი გვერდები:

ანა ანთაძე - წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების მოქმედი სპეციალისტი საქართველოში — ლინკი

წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების მოქმედი სხვადასხვა საერთაშორისო სპეციალისტი ინგლისურ და სხვა ენებზე — ლინკი