ჯგუფი “შიბიანთა”-ს მოტივაცია არის მემკვიდრეობით გადაცემული ტრავმებისგან გათავისუფლება, განკურნება და ფესვების გაჯანსაღება-გამთელება. მიგვაჩნია, რომ ტრავმით დატვირთული წინაპრული ველი უშუალოდ ირეკლება ჩვენს რეალობაზე და აწმყოშიც განაგრძობს არსებობას როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურ ველში. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს საკუთარი ფუძის გამოჯანსაღებასა და გაძლიერებაში და ხელი შევუწყოთ მოპოვებული რესურსულობიდან უფრო სამართლიანი და კეთილი რეალობის წარმატებით შექმნაში.
ანა ანთაძე - დამფუძნებელი - მომთაბარე ხელოვანი და კულტურული მლხენელია, ის განსწავლულია წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების პრაქტიკაში, რომელიც შეისწავლა დრ. დანიელ ფოორთან. ანა ერთადერთია, ვინც საქართველოში ამჟამად ამ მეთოდით მუშაობს და ადამიანებს ეხმარება წინაპართა ველის გაწმენდა-აღდგენასა და უძველესი სირბძნის გააქტიურებაში.
ირინა ლოდია - მხილველი - საჰილინგე სივრცეებისა და წრეების შემქმნელია. ის მუსიკალური და სახელოვნებო სამკურნალო მეთოდით მუშაობს და მხარს უჭერს ადამიანებს, გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი. ირინა შთაგონებულია წინაპართა ძახილით, დაეხმაროს გარშემომყოფებს ჯანსაღი ურთიერთობების აღდგენაში საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან.