ონლაინ-ღონისძებაზე ანა ანთაძე და ასტროლოგი პალას კ. აუგუსტინი ისაუბრებენ ასტროლოგიასა და წინაპრებზე. შეხვედრაზე გაეცნობით, თუ როგორ იპოვოთ წინაპრებთან დაკავშირებული თემები და მემკვიდრეობით გადმოცემული საკითხები პერსონალურ ჰოროსკოპში. ასევე განვიხილავთ გზებს, თუ როგორ მივუდგეთ და გამოვიყენოთ წინაპრების გავლენა, რომელიც აირეკლება ჰოროსკოპზე. შეხვედრა ჩატარდება ინგლისურ ენაზე. 


წინაპრებთან კავშირის სარგებელი:

ჩვენს დროში არსებული ინდივიდუალური და კოლექტიური გამოწვევების  პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ საფუძვლიანად მოვიპოვოთ რესურსები. 

ჯანსაღი წინაპრული ურთიერთობების აღდგენა გვეხმარება არა მხოლოდ საკუთარ თავთან და ოჯახის წევრებთან დავამყაროთ სასარგებლო ურთიერთობა, არამედ ცხადად გავარკვიოთ ჩვენი როლი და პოზიცია თანამედროვე სამყაროში.


რატომ წინაპრებთან დაკავშირება?

თანამედროვე საზოგადოება ბევრ გადაუმუშავებელ წინაპრულ ტვირთს ატარებს, რაც ვლინდება ჩვენს ინდივიდუალურ, კოლექტიურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რეალობაში. როდესაც წინაპრული ველი გადატვირთულია გადაუმუშავებელი კოლექტიური ტრავმებით, ეს აისახება ჩვენს, როგორც ინდივიდების, ასევე კოლექტივის რეალობაზე.

ინდივიდუალური ტრავმების მსგავსად, კოლექტიური ტრავმები მოითხოვს კურნებას, რათა რეპრესიული ჯაჭვები გაწყდეს და აღარ განმეორდეს. წინაპრებს დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ ინდივიდუალური რეალობის შექმნაში. ისტორიაში განმეორებული ძალადობები, ომი, შიდა არეულობები, ძალაუფლების არასწორად გადანაწილება და სხვა პრობლემები წინაპართაგან გადმოცემული კოლექტიური ტვირთებია, რაც აფერხებს სასიკეთო განვითარებას.

იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ თაობებისგან გადმოცემული წნეხებისგან, დავიბრუნოთ პერსონალური ძალაუფლება და წარმატებით ჩავერთოთ საზოგადოებრივი საქმეების რეაბილიტაციაში, მნიშვნელოვანია წინაპართა კოლექტიური ველის გაწმენდა, გაჯანსაღება და გამთელება.

დარეგისტრირდი

ანა ანთაძე

მომთაბარე ხელოვანი და კულტურული მლხენელია, ის განსწავლულია წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების პრაქტიკაში, რომელიც შეისწავლა დრ. დანიელ ფოორთან. ანა ერთადერთია, ვინც საქართველოში ამჟამად ამ მეთოდით მუშაობს და ადამიანებს ეხმარება წინაპართა ველის გაწმენდვა-აღდგენაში და უძველესი სირბძნის გააქტიურებაში. ანას სჯერა, რომ სიბრძნე ყველგან არის თუ კი ჩვენ მასთან დავკავშირდებით. ანა მის წინაპრებთან და სხვა ბრძენ ძალებთან თანაშემოქმედებაში ქმნის გამომაჯანსაღებელ პროექტებს და შემოქმედებებს. 



პალას კ. აუგუსტინი

პალას კ. აუგუსტინის სწავლებები ეხება დედამიწას, ცასა და ადამიანთა სამყაროს შორის კავშირს. პალასი ავტორია წიგნისა "The IC: An Astrology of Coming Home" და Idola Stellarum-ის თანადამფუძნებელია, შეისწავლის წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნებას და ასტროლოგიისა და მაგიის თანაკვეთას. პალასი გაიზარდა კანადაში და მიიღო განათლება გარემოს დაცვის, ლიტერატურისა და კულტურის მიმართულებით. პალასი ეხმარება ადამიანებს, დაიბრუნონ ნდობა და დაფუძნებულობა ადამიანებსა და სხვა არსებებთან კავშირში ისეთ გარდამტეხ დროს, როგორიც ახლაა დედამიწაზე.

სიმთელეში მყოფ წინაპრულ ველთან პირდაპირ დაკავშირება აღვიძებს ძველ სიბრძნეს და ააქტიურებს ჩვენს უნიკალურ შესაძლებლობებს