ლექციაზე ანა ანთაძე და ცეპო ბოლვინკელ-კელე ისაუბრებენ თანამედროვე რეალობაში ჯანსაღი წინაპრული კავშირების მნიშვნელოვანებაზე სარგებლიანი და ეფექტური აქტივისტური პრაქტიკების წარმოებისათვის.
თუ გვინდა, რომ ჩვენს აქტივისტურ მცდელობებს ჰქონდეთ სასიკეთო ნაყოფი, ჩვენი მოქმედებები ძლიერად უნდა იყვნენ დაფუძნებულები სიბრძნეში და სიკეთეში.
რა სარგებლობა მოაქვს წინაპართა კურნებას?
თანამედროვე საზოგადოება ბევრ გადაუმუშავებელ წინაპრულ ტვირთს ატარებს, რაც ვლინდება ჩვენს ინდივიდუალურ, კოლექტიურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რეალობაში. როდესაც წინაპრული ველი გადატვირთულია გადაუმუშავებელი კოლექტიური ტრავმებით, ეს აისახება ჩვენს, როგორც ინდივიდების, ასევე კოლექტივის რეალობაზე.
ინდივიდუალური ტრავმების მსგავსად, კოლექტიური ტრავმები მოითხოვს კურნებას, რათა რეპრესიული ჯაჭვები გაწყდეს და აღარ განმეორდეს. წინაპრებს დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ ინდივიდუალური რეალობის შექმნაში. ისტორიაში განმეორებული ძალადობები, ომი, შიდა არეულობები, ძალაუფლების არასწორად გადანაწილება და სხვა პრობლემები წინაპართაგან გადმოცემული კოლექტიური ტვირთებია, რაც აფერხებს სასიკეთო განვითარებას.
იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ თაობებისგან გადმოცემული წნეხებისგან, დავიბრუნოთ პერსონალური ძალაუფლება და წარმატებით ჩავერთოთ საზოგადოებრივი საქმეების რეაბილიტაციაში, მნიშვნელოვანია წინაპართა კოლექტიური ველის გაწმენდა, გაჯანსაღება და გამთელება.
წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების ონლაინ ლექციაზე:
- გაეცნობი კავშირს წინაპრებსა და აქტივიზმის შესახებ.
- გაიგებ თუ რა როლი უკავიათ წინაპრებს ჩვენი დღევანდელი რეალობის ასახვაში და თუ როგორ დავიხმაროთ ისინი თანამედროვე პრობლემების გადასალახავად.
- გამოცდი წინაპრულ ველთან ცნობიერად დაკავშირებას.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ქალთა ფონდი საქართველოში”.