ონლაინ შეხვედრაზე ანა ანთაძე და ანჯელა რენილსონი ისაუბრებენ ინტუიციაზე, მის მნიშვნელობასა და მასთან კავშირზე. ინტუიცია ყველა ადამიანს აქვს. კოლექტიური თუ ინდივიდუალური ტრავმების გამო კი ხშირად ის სუსტდება და მასთან გაუცხოების განცდა გვიჩნდება. 
შეხვედრაზე შევეხებით საკითხებს: რა კოლექტიური მიზეზები შეიძლება იწვევდეს საკუთარ ინტუიციასთან გაუცხოებას და როგორ მოვიქცეთ ამ დროს? როგორ აღვადგინოთ ინტუიციასთან კავშირი და როგორ მოვუსმინოთ მას? რა როლს ასრულებს ინტუიცია საკუთარ წინაპრებთან დაახლოებაში?


რატომ წინაპრებთან დაკავშირება?

თანამედროვე საზოგადოება ბევრ გადაუმუშავებელ წინაპრულ ტვირთს ატარებს, რაც ვლინდება ჩვენს ინდივიდუალურ, კოლექტიურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რეალობაში. როდესაც წინაპრული ველი გადატვირთულია გადაუმუშავებელი კოლექტიური ტრავმებით, ეს აისახება ჩვენს, როგორც ინდივიდების, ასევე კოლექტივის რეალობაზე.

ინდივიდუალური ტრავმების მსგავსად, კოლექტიური ტრავმები მოითხოვს კურნებას, რათა რეპრესიული ჯაჭვები გაწყდეს და აღარ განმეორდეს. წინაპრებს დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ ინდივიდუალური რეალობის შექმნაში. ისტორიაში განმეორებული ძალადობები, ომი, შიდა არეულობები, ძალაუფლების არასწორად გადანაწილება და სხვა პრობლემები წინაპართაგან გადმოცემული კოლექტიური ტვირთებია, რაც აფერხებს სასიკეთო განვითარებას.

იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ თაობებისგან გადმოცემული წნეხებისგან, დავიბრუნოთ პერსონალური ძალაუფლება და წარმატებით ჩავერთოთ საზოგადოებრივი საქმეების რეაბილიტაციაში, მნიშვნელოვანია წინაპართა კოლექტიური ველის გაწმენდა, გაჯანსაღება და გამთელება.

დარეგისტრირდი

ანა ანთაძე

მომთაბარე ხელოვანი და კულტურული მლხენელია, ის განსწავლულია წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების პრაქტიკაში, რომელიც შეისწავლა დრ. დანიელ ფოორთან. ანა ერთადერთია, ვინც საქართველოში ამჟამად ამ მეთოდით მუშაობს და ადამიანებს ეხმარება წინაპართა ველის გაწმენდვა-აღდგენაში და უძველესი სირბძნის გააქტიურებაში. ანას სჯერა, რომ სიბრძნე ყველგან არის თუ კი ჩვენ მასთან დავკავშირდებით. ანა მის წინაპრებთან და სხვა ბრძენ ძალებთან თანაშემოქმედებაში ქმნის გამომაჯანსაღებელ პროექტებს და შემოქმედებებს. 



ანჯელა რენილსონი

ანჯელამ შექმნა სულის მენტორინგი, რომელშიც გააერთიანა თავისი 30 წელზე მეტხნიანი გამოცდილება მენტალური ჯანმრთელობის, სომატური, სიზმრების, წინაპართა კურნებისა და სხვა შამანური პრაქტიკებიდან. სულის მენტორინგი ეხება იმ სულის ძახილის გამოხმაურებას, რომელიც მომდინარეობს ჩვენი სიღრმიდან. ანჯელა ეხმარება ადამიანებს, დაუკავშირდნენ საკუთარ თავსა და ინტუიციას და მოიპოვონ ნდობა თავიანთი აღქმის უნიკალურ უნართან.

სიმთელეში მყოფ წინაპრულ ველთან პირდაპირ დაკავშირება აღვიძებს ძველ სიბრძნეს და ააქტიურებს ჩვენს უნიკალურ შესაძლებლობებს