თარიღები: 29 ივლისი 19.00 საათი, 12 აგვისტო 20.00 საათი, 11 სექტემბერი 20.00 საათი, 26 სექტემბერი 20.00 საათი.

შეხვედრის ხანგრძლივობა: 60 წუთი.

მონაწილეობის ღირებულება: ერთი შეხვედრა 90 ლარი, ოთხივე შეხვედრა 300 ლარი.


წინაპრული წრე შეიქმნა კურნების წარმატებით გაგრძელების მხარდასაჭერად მათთვის, ვისაც დაწყებული აქვს კურნება. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მონაწილეებს, რომ ჰქონდეთ სათანადო რესურსები ამ საქმის გასაგრძელებლად. 

წრეში ჩართვა შესაძლებელია მათთვის, ვინც დაესწრო ერთ ინტენსივს მაინც ან გაიარა წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების მინიმუმ 5 ინდივიდუალური სესია.  

წინაპართა კურნების პროცესის წამოწყება საკმაოდ ინტენსიური გამოცდილებაა, რაც ბევრ ცვლილებას იწვევს არა მხოლოდ ჩვენს ფიზიკურ და ენერგეტიკულ სხეულში, არამედ ჩვენ გარემომცველ ფიზიკურ რეალობაში. წრეების შეხვედრებით შესაძლებლობა გვექნება, გავაღრმაოთ ჩვენი წინაპართა კურნების მიმდინარე პროცესი  და ამასთანავე, მხარი დავუჭიროთ ამ საქმეში ერთმანეთს. რეგულარული ჯგუფური შეხვედრები ეხმარება წამოწყებული საქმის სტაბილიზაციასა და  მის წარმატებულ განვითარებას.  


 


ანა ანთაძე

მომთაბარე ხელოვანი და კულტურული მლხენელია, ის განსწავლულია წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების პრაქტიკაში, რომელიც შეისწავლა დრ. დანიელ ფოორთან. ანა ერთადერთია, ვინც საქართველოში ამჟამად ამ მეთოდით მუშაობს და ადამიანებს ეხმარება წინაპართა ველის გაწმენდვა-აღდგენაში და უძველესი სირბძნის გააქტიურებაში.

სიმთელეში მყოფ წინაპრულ ველთან პირდაპირ დაკავშირება აღვიძებს ძველ სიბრძნეს და ააქტიურებს ჩვენს უნიკალურ შესაძლებლობებს