წინაპართა კურნების კურსი წარმოადგენს 5 კვირიან ონლაინ კურსს ანა ანთაძესთან ერთად. კურსზე ჯგუფთან ერთად შეისწავლით საგვარეულო ხაზების კურნების მეთოდს და უშუალოდ ჩაერთვებით წინაპართა კურნების გარდამქმნელ პროცესში. ონლაინ კურსში შედის 5 ჯგუფური ონლაინ შეხვედრა და 1 ინდივიდუალური სესია ანა ანთაძესთან ერთად.


რა არის წინაპართა კურნება?

წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნება არის პროცესი, რომელიც გვეხმარება, აღვადგინოთ ურთიერთობა ჯანსაღ წინაპრულ ველთან და ვიზრუნოთ წინაპრული ველის ტრავმებისა და წყვეტილების გამთელებაზე. 

ჩვენს დროში არსებული ინდივიდუალური და კოლექტიური გამოწვევების პირობებში მნიშვნელოვანია, რომ საფუძვლიანად მოვიპოვოთ რესურსები. 

ჯანსაღი წინაპრული ურთიერთობების აღდგენა გვეხმარება სასარგებლო ურთიერთობა დავამყაროთ არა მხოლოდ საკუთარ თავთან და ოჯახის წევრებთან, არამედ ცხადად გავარკვიოთ ჩვენი როლი და პოზიცია თანამედროვე სამყაროში.


რას მოიცავს ონლაინ კურსი?

წინაპართა კურნების ონლაინ კურსი მოიცავს 5 ჯგუფურ ონლაინ შეხვედრას და ერთ ინდივიდუალურ სესიას ანა ანთაძესთან ერთად.


ონლაინ შეხვედრებზე გავივლით წინაპართა კურნების პროცესის 5 ეტაპს: 

  • წინაპართა კურნების შესავალი, ჩვენი წინაპრების ისტორიები და ჯანსაღი საზღვრები.
  • საგვარეულო ხაზების მდგომარეობის შეფასება.
  • საგვარეულო ხაზის წინაპარ მეგზურთან დაკავშირება და ხაზის გაცნობა.
  • წინაპარ მეგზურთან კავშირის გამყარება და საგვარეულო კურნების ციკლის წამოწყება.
  • კურნების პროცესის გასაძლიერებელი მეთოდები და ემოციური კურნების პრაქტიკები.


ლოჯისტიკა:

შეხვედრები ჩატარდება 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით, კვირა დღეს, 20:00 საათზე და გაგრძელდება 90 წუთის განმავლობაში.

ონლაინ შეხვედრები ჩაიწერება და გამოგეგზავნებათ მეილზე. სასურველია, შეხვედრას დაესწროთ ონლაინ, თუმცა თუ ვერ მოახერხებთ დასწრებას, შეძლებთ ჩანაწერებით იხელმძღვანელოთ.


ონლაინ კურსის ღირებულებაა: 600 ლარი. 


ონლაინ კურსის წინაპირობები:


  • კურნების პროცესის წამოწყების სურვილი და მზადყოფნა
  • მენტალური სტაბილურობა
  • ურთიერთპატივისცემა


რა მელის ონლაინ კურსის შეხვედრებზე?

  • ონლაინ კურსის 5 ჯგუფური შეხვედრა
  • 1 ინდივიდუალური სესია შენთვის სასურველ დროს
  • საკუთარ ბრძენ და ძველ წინაპრებთან კავშირის დამყარება
  • საგვარეულო ხაზზე კურნების პროცესის წამოწყება
  • ჯგუფის მხარდაჭერა
  • ზრუნვა და კითხვებზე პასუხები

შეავსე განაცხადი

ანა ანთაძე

მომთაბარე ხელოვანი და კულტურული მლხენელია, ის განსწავლულია წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების პრაქტიკაში, რომელიც შეისწავლა დრ. დანიელ ფოორთან. ანა ერთადერთია, ვინც საქართველოში ამჟამად ამ მეთოდით მუშაობს და ადამიანებს ეხმარება წინაპართა ველის გაწმენდვა-აღდგენაში და უძველესი სირბძნის გააქტიურებაში.

ყოველ წინაპრულ ხაზს თავისი უნიკალური სუპერძალა აქვს. როდესაც წინაპრული ველი მთელია, მისი ჯადოსნურობა, ძალა და განსაკუთრებული შესაძლებლობები შეუფერხებლად მოგვეწოდება ჩვენს ცხოვრებაში