ჩვენ არასდროს ვართ მარტო. ჩვენი წინაპრები ყოველთვის ჩვენთან არიან. ცნობიერი ურთიერთობის დამყარებით, ისინი გვეხმარებიან ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ დონეზე კურნებაში და გვაზიარებენ სიბრძნესა და სიკეთეს.

ლექციაზე გაეცნობით წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების პროცესს.

 

რა არის წინაპართა კურნება?

წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნება არის პროცესი, რომელიც გვეხმარება, აღვადგინოთ ურთიერთობა ჯანსაღ წინაპრულ ველთან და ვიზრუნოთ წინაპრული ველის ტრავმებისა და წყვეტილების გამთელებაზე. 

ჩვენს დროში არსებული ინდივიდუალური და კოლექტიური გამოწვევების  პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ საფუძვლიანად მოვიპოვოთ რესურსები. 

ჯანსაღი წინაპრული ურთიერთობების აღდგენა გვეხმარება არა მხოლოდ საკუთარ თავთან და ოჯახის წევრებთან დავამყაროთ სასარგებლო ურთიერთობა, არამედ ცხადად გავარკვიოთ ჩვენი როლი და პოზიცია თანამედროვე სამყაროში.

 

წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების ლექციაზე:

  • გაეცნობი შესავალს წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების შესახებ. 
  • გაიგებ, როგორ აისახება წინაპრების როლი ჩვენს დღევანდელ რეალობაზე და როგორაა შესაძლებელი მათი დახმარებით  თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება.
  • მიიღებ წინაპრებთან ცნობიერად დაკავშირების გამოცდილებას.


პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ქალთა ფონდი საქართველოში”.

ანა ანთაძე

მომთაბარე ხელოვანი და კულტურული მლხენელია, ის განსწავლულია წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების პრაქტიკაში, რომელიც შეისწავლა დრ. დანიელ ფოორთან. ანა ერთადერთია, ვინც საქართველოში ამჟამად ამ მეთოდით მუშაობს და ადამიანებს ეხმარება წინაპართა ველის გაწმენდვა-აღდგენაში და უძველესი სირბძნის გააქტიურებაში.

სიმთელეში მყოფ წინაპრულ ველთან პირდაპირ დაკავშირება აღვიძებს ძველ სიბრძნეს და ააქტიურებს ჩვენს უნიკალურ შესაძლებლობებს