ინდივიდუალური ტრავმების მსგავსად, კოლექტიური ტრავმები მოითხოვს კურნებას, რათა რეპრესიული ჯაჭვები გაწყდეს და აღარ განმეორდეს. წინაპრებს დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ ინდივიდუალური რეალობის შექმნაში.

სწორედ ამიტომ, გეპატიჟებით 14 დეკემბერს, შაბათს, 16:00 საათზე Lumos-ში.

ისეთ რთულ პერიოდში, როგორშიც ახლა ვართ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, ვინ ვართ, მოვუსმინოთ ჩვენს შინაგან სიბრძნეს და გააზრებულად გადავდგათ ნაბიჯები, რადგან არეულობისა და ქაოსის დროს მარტივია, დავკარგოთ ჩვენი შიდა ღერძი, მივყვეთ ინერციას და გარემოს პულსს ავყვეთ.
წინაპრებს შეუძლიათ, დაგვანახონ უფრო ვრცელი პერსპქტივა და დაგვეხმარონ, რომ გავიხსენოთ თითოეული ჩვენგანის როლი მიმდინარე პროცესებში.
შეხვედრაზე მოვუხმობთ ჩვენი ძველი და სიმთელეში მყოფი წინაპრების ძალასა და სიბრძნეს, ვთხოვთ მათ დახმარებას, მფარველობას, დაკვალიანებას, გაძლიერებას და ჩავერთვებით მათ რესურსულობაში. ასევე ერთიანი ძალებით ვთხოვთ, დაგვილოცონ სასიკეთო კოლექტიური განვითარება.

ანა ანთაძე

მომთაბარე ხელოვანი და კულტურული მლხენელია, ის განსწავლულია წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების პრაქტიკაში, რომელიც შეისწავლა დრ. დანიელ ფოორთან. ანა ერთადერთია, ვინც საქართველოში ამჟამად ამ მეთოდით მუშაობს და ადამიანებს ეხმარება წინაპართა ველის გაწმენდვა-აღდგენაში და უძველესი სირბძნის გააქტიურებაში.