2024 წელი სასვე იყო გამოწვევებით, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ პოლიტიკური კრიზისებითა და ომით. იმისათვის, რომ განვლილი გამოცდილება ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ სასურველია უფრო ვრცელ სიბრძნესთან დაკავშირება, მათი დახმარებით განვლილის გადამუშავება და მომავლის ჭვრეტა. 

ჩვენი წინაპრები ყოველთვის ჩვენთან არიან. ცნობიერი ურთიერთობის დამყარებით, ისინი გვეხმარებიან ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ დონეზე კურნებაში და გვაზიარებენ სიბრძნესა და სიკეთეს. 


რა გველის შეხვედრაზე?

შეხვედრაზე ერთად მოვიხმობთ ჩვენს წინაპრებს, ვთხოვთ მათ სიბრძნესთან გვაზიარონ, განვლილი წელი გადაგვახარისხებინონ, ზურგი გაგვიმაგრონ და დაგვეხმარონ მომავლის ჭვრეტაში. 


რა სარგებლობა მოაქვს წინაპართა კურნებას?

თანამედროვე საზოგადოება ბევრ გადაუმუშავებელ წინაპრულ ტვირთს ატარებს, რაც ვლინდება ჩვენს ინდივიდუალურ, კოლექტიურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რეალობაში. როდესაც წინაპრული ველი გადატვირთულია გადაუმუშავებელი კოლექტიური ტრავმებით, ეს აისახება ჩვენს, როგორც ინდივიდების, ასევე კოლექტივის რეალობაზე.

ინდივიდუალური ტრავმების მსგავსად, კოლექტიური ტრავმები მოითხოვს კურნებას, რათა რეპრესიული ჯაჭვები გაწყდეს და აღარ განმეორდეს. წინაპრებს დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ ინდივიდუალური რეალობის შექმნაში. ისტორიაში განმეორებული ძალადობები, ომი, შიდა არეულობები, ძალაუფლების არასწორად გადანაწილება და სხვა პრობლემები წინაპართაგან გადმოცემული კოლექტიური ტვირთებია, რაც აფერხებს სასიკეთო განვითარებას.

იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ თაობებისგან გადმოცემული წნეხებისგან, დავიბრუნოთ პერსონალური ძალაუფლება და წარმატებით ჩავერთოთ საზოგადოებრივი საქმეების რეაბილიტაციაში, მნიშვნელოვანია წინაპართა კოლექტიური ველის გაწმენდა, გაჯანსაღება და გამთელება.



ანა ანთაძე

მომთაბარე ხელოვანი და კულტურული მლხენელია, ის განსწავლულია წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების პრაქტიკაში, რომელიც შეისწავლა დრ. დანიელ ფოორთან. ანა ერთადერთია, ვინც საქართველოში ამჟამად ამ მეთოდით მუშაობს და ადამიანებს ეხმარება წინაპართა ველის გაწმენდვა-აღდგენაში და უძველესი სირბძნის გააქტიურებაში.



ირინე ლოდია

საჰილინგე სივრცეებისა და წრეების შემქმნელია. ის მუსიკალური და სახელოვნებო სამკურნალო მეთოდით მუშაობს და მხარს უჭერს ადამიანებს, გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი. ირინა შთაგონებულია წინაპართა ძახილით, დაეხმაროს გარშემომყოფებს ჯანსაღი ურთიერთობების აღდგენაში საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან.

სიმთელეში მყოფ წინაპრულ ველთან პირდაპირ დაკავშირება აღვიძებს ძველ სიბრძნეს და ააქტიურებს ჩვენს უნიკალურ შესაძლებლობებს