ჩვენ არასდროს ვართ მარტო. ჩვენი წინაპრები ყოველთვის ჩვენთან არიან. ცნობიერი ურთიერთობის დამყარებით, ისინი გვეხმარებიან ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ დონეზე კურნებაში და გვაზიარებენ სიბრძნესა და სიკეთეს.
შეხევდრაზე გაეცნობით წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების პროცესს.
რა არის წინაპართა კურნება?
წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნება არის პროცესი, რომელიც გვეხმარება, აღვადგინოთ ურთიერთობა ჯანსაღ წინაპრულ ველთან და ვიზრუნოთ წინაპრული ველის ტრავმებისა და წყვეტილების გამთელებაზე.
ჩვენს დროში არსებული ინდივიდუალური და კოლექტიური გამოწვევების პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ საფუძვლიანად მოვიპოვოთ რესურსები.
ჯანსაღი წინაპრული ურთიერთობების აღდგენა გვეხმარება არა მხოლოდ საკუთარ თავთან და ოჯახის წევრებთან დავამყაროთ სასარგებლო ურთიერთობა, არამედ ცხადად გავარკვიოთ ჩვენი როლი და პოზიცია თანამედროვე სამყაროში.
რა სარგებელი აქვს წინაპართა კურნებას?
თანამედროვე საზოგადოება ბევრ გადაუმუშავებელ წინაპრულ ტვირთს ატარებს, რაც ვლინდება ჩვენს ინდივიდუალურ, კოლექტიურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რეალობაში. როდესაც წინაპრული ველი გადატვირთულია გადაუმუშავებელი კოლექტიური ტრავმებით, ეს აისახება ჩვენს, როგორც ინდივიდების, ასევე კოლექტივის რეალობაზე.
ინდივიდუალური ტრავმების მსგავსად, კოლექტიური ტრავმები მოითხოვს კურნებას, რათა რეპრესიული ჯაჭვები გაწყდეს და აღარ განმეორდეს.
იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ თაობებისგან გადმოცემული წნეხებისგან, დავიბრუნოთ პერსონალური ძალაუფლება და წარმატებით ჩავერთოთ საზოგადოებრივი საქმეების რეაბილიტაციაში, მნიშვნელოვანია წინაპართა კოლექტიური ველის გაწმენდა, გაჯანსაღება და გამთელება.
წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების ვორქშოპზე:
- გაეცნობი შესავალს წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების შესახებ.
- გაიგებ, როგორ აისახება წინაპრების როლი ჩვენს დღევანდელ რეალობაზე და როგორაა შესაძლებელი მათი დახმარებით თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება.
- მიიღებ წინაპრებთან ცნობიერად დაკავშირების გამოცდილებას.