წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნება არის პროცესი, რომელიც გვეხმარება, აღვადგინოთ ურთიერთობა ჯანსაღ წინაპრულ ველთან და ვიზრუნოთ წინაპრული ველის ტრავმებისა და წყვეტილების გამთელებაზე. 

3 დღიან რითრითზე უშუალოდ ჩაერთვები წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების პროცესში. ინტენსიური ვორქშოფის განმავლობაში დავაკვირდებით პირველ ოთხ საგვარეულო ხაზს (დედის დედის, დედის მამის, მამის მამის, მამის დედის), ავირჩევთ პირველ საკონტაქტო ხაზს და დავამყარებთ კავშირს მის უხუცეს, ბრძენ წარმომადგენელთან, რაც დაგვეხმარება კურნების პრაქტიკაში.

 

რა სარგებელი აქვს წინაპართა კურნებას?

თანამედროვე საზოგადოება ბევრ გადაუმუშავებელ წინაპრულ ტვირთს ატარებს, რაც ვლინდება ჩვენს ინდივიდუალურ, კოლექტიურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რეალობაში. როდესაც წინაპრული ველი გადატვირთულია გადაუმუშავებელი კოლექტიური ტრავმებით, ეს აისახება ჩვენს, როგორც ინდივიდების, ასევე კოლექტივის რეალობაზე.

ინდივიდუალური ტრავმების მსგავსად, კოლექტიური ტრავმები მოითხოვს კურნებას, რათა რეპრესიული ჯაჭვები გაწყდეს და აღარ განმეორდეს. 

იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ თაობებისგან გადმოცემული წნეხებისგან, დავიბრუნოთ პერსონალური ძალაუფლება და წარმატებით ჩავერთოთ საზოგადოებრივი საქმეების რეაბილიტაციაში, მნიშვნელოვანია წინაპართა კოლექტიური ველის გაწმენდა, გაჯანსაღება და გამთელება.

 

რა გველის წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების ინტენსივზე?

  • შესავალი წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების შესახებ.
  • საგვარეულო ხაზის მდგომარეობის შეფასება-დიაგნოსტიკა.
  • წინაპართა ერთ-ერთ საგვარეულო ხაზთან ძლიერი და უსაფრთხო კავშირის დამყარება.
  • კურნების პროცესის საფუძვლიანი წამოწყება.

 

ლოჯისტიკა

ღონისძიება წარმოადგენს დაფინანსებულ რითრითს. 

თბილისიდან გავემგზავრებით ერთად პარასკევს და დავბრუნდებით კვირა დღეს. 

შეხვედრის დროისა და ადგილის შესახებ დეტალებს მიიღებთ დარეგისტრირების დამადასტურებელ წერილში.  

მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია 15 ადამიანზე. 

 

რა შედის დაფინანსებულ რითრითში?

წინ და უკან ტრანსპორტაცია თბილისიდან.

2 ღამისთევა სარითრითე სივრცეში 3-ჯერადი კვებით.

წინაპართა საგვარეულო ხაზთა კურნების 3-დღიანი ინტენსივი.


პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ქალთა ფონდი საქართველოში”.

ანა ანთაძე

მომთაბარე ხელოვანი და კულტურული მლხენელია, ის განსწავლულია წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების პრაქტიკაში, რომელიც შეისწავლა დრ. დანიელ ფოორთან. ანა ერთადერთია, ვინც საქართველოში ამჟამად ამ მეთოდით მუშაობს და ადამიანებს ეხმარება წინაპართა ველის გაწმენდვა-აღდგენაში და უძველესი სირბძნის გააქტიურებაში. 

სიმთელეში მყოფ წინაპრულ ველთან პირდაპირ დაკავშირება აღვიძებს ძველ სიბრძნეს და ააქტიურებს ჩვენს უნიკალურ შესაძლებლობებს