ლექციაზე ანა ანთაძე და რენა კესემი ისაუბრებენ წინაპრების გავლენაზე ჩვენს დღევანდელ სამყაროში არსებულ კულტურულ წნეხებზე. უსამართლობა, ძალადობა, ომი და ა.შ პრობლემატურ წინაპრულ მემკვიდრეობებს წარმოადგენს.  თანამედროვე პოლიტიკური არეულობების წინაპრული ჭრილიდან დანახვა არა მხოლოდ აშიშვლებს სისტემურ პრობლემებს, არამედ შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო მიზანმიმართულად ვიმოქმედოთ კულტურის რეაბილიტაციისთვის და კურნებითი ზრუნვა მივმართოთ კოლექტიური ტრავმების გარდაქმნისაკენ.

რა სარგებლობა მოაქვს წინაპართა კურნებას?

თანამედროვე საზოგადოება ბევრ გადაუმუშავებელ წინაპრულ ტვირთს ატარებს, რაც ვლინდება ჩვენს ინდივიდუალურ, კოლექტიურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რეალობაში. როდესაც წინაპრული ველი გადატვირთულია გადაუმუშავებელი კოლექტიური ტრავმებით, ეს აისახება ჩვენს, როგორც ინდივიდების, ასევე კოლექტივის რეალობაზე.

ინდივიდუალური ტრავმების მსგავსად, კოლექტიური ტრავმები მოითხოვს კურნებას, რათა რეპრესიული ჯაჭვები გაწყდეს და აღარ განმეორდეს. წინაპრებს დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ ინდივიდუალური რეალობის შექმნაში. ისტორიაში განმეორებული ძალადობები, ომი, შიდა არეულობები, ძალაუფლების არასწორად გადანაწილება და სხვა პრობლემები წინაპართაგან გადმოცემული კოლექტიური ტვირთებია, რაც აფერხებს სასიკეთო განვითარებას.

იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ თაობებისგან გადმოცემული წნეხებისგან, დავიბრუნოთ პერსონალური ძალაუფლება და წარმატებით ჩავერთოთ საზოგადოებრივი საქმეების რეაბილიტაციაში, მნიშვნელოვანია წინაპართა კოლექტიური ველის გაწმენდა, გაჯანსაღება და გამთელება.

წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების ონლაინ ლექციაზე:

  • გაეცნობი კავშირს წინაპრებისა და კულტურის წნეხების შესახებ. 
  • გაიგებ თუ რა როლი უკავიათ წინაპრებს ჩვენი დღევანდელი რეალობის ასახვაში და თუ როგორ დავიხმაროთ ისინი თანამედროვე პრობლემების გადასალახავად.
  • გამოცდი წინაპრულ ველთან ცნობიერად დაკავშირებას.


პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ქალთა ფონდი საქართველოში”.

ანა ანთაძე

მომთაბარე ხელოვანი და კულტურული მლხენელია, ის განსწავლულია წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების პრაქტიკაში, რომელიც შეისწავლა დრ. დანიელ ფოორთან. ანა ერთადერთია, ვინც საქართველოში ამჟამად ამ მეთოდით მუშაობს და ადამიანებს ეხმარება წინაპართა ველის გაწმენდვა-აღდგენაში და უძველესი სირბძნის გააქტიურებაში



რენა კესემი

დაიბადა დაგაიზარდა ებრაულ კლივლენდში, ოჰაიოს შტატში, მამამისი პირველი თაობის ამერიკელი იყო, უნგრული და სლოვენიური წარმომავლობით. რენას დედა პოლონეთში დაიბადა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდი ციმბირსა და უზბეკეთში გაატარა.

რენა კოლეჯის დამთავრების შემდეგ იდეალისტური და ეკონომიური მიზეზების გამო ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაოჯახდა და გაზარდა შვილები. დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით მიმდინარე ომისა და არსებული მთავრობის პირობებში იდეალიზმი დისილუზიოზმში გადაიზარდა.

რენა არის წინაპართა კურნების მოქმედი სპეციალისტი, ავტორი  პირველი წიგნისა პაგანიზმის შესახებ, რომელიც წარადგინა ისრაელელი აუდიტორიის წინაშე. ის ასევე სულიერი წინამძღოლი, რიტუალისტი და მუსიკოსია, რომელიც ამჟამად პირველ ალბომზე მუშაობს. 

სიმთელეში მყოფ წინაპრულ ველთან პირდაპირ დაკავშირება აღვიძებს ძველ სიბრძნეს და ააქტიურებს ჩვენს უნიკალურ შესაძლებლობებს